ივანიშვილის „ოცნება“ პანიკაშია იმის გამო, რომ ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ, ქართველი ხალხის უწყვეტმა პროცესმა, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის დედაქალაქებში მოუტანა ის არაღიარების გაფორმება, რომელიც დღეს ივანიშვილის პარლამენტს მთავრობას აქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება.
„ამიტომ არის გაღიზიანებული „ოცნება“ და ამიტომ აგრძელებს იერიშს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის, რომ ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია, სანქციები, რომელიც ივანიშვილისა და ოლიგარქიული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, ეს არის გამოწვევა. ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ შიშს და სისუსტეს, მით უფრო მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეების წინააღმდეგობაა კონსტიტუციის დასაცავად, მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მათ ვერ გადატეხეს, მათ შორის სიცოცხლის იმ რისკების ფასად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის მაშტაბით“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა თეონა აქუბარდიამ.