მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საფრანგეთის პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს.
მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია. ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მართავს. არანაირი ლეგიტიმაცია არც ე.წ. პრემიერს, არც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან არ აქვს და მესამე, მივესალმები, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩართულობა არის კრიზისში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობის ნაცვლად ქაოსი, დაპირისპირება, რეპრესიები. ჩვენი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია: უპირობოდ გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და ეორე - ახალი არჩევნების დანიშვნა, - ამბობს გიორგი ვაშაძე.