ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებულია. პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ძალადობა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მშვიდობიან მომიტინგეებზე ახორციელებს, მიუღებელია.
ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, - წერს პეტრ პაველი.