ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე სხვა საკითხეებთნ ერთად საქართველოს მიმართ აშშ-ს ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განიხილა.
„სენატორ [მარკო] რუბიოსთან დღევანდელმა შეხვედრამ ღირებული შესაძლებლობა მომცა, განგვეხილა მრავალი გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფოა, მათ შორის, იმ ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთი წარმოადგენს, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარება, რომელთაგანაც ყველაზე ბოლო ყოფილი სირიელი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ მიმდინარეობს.
ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ აშშ-ს ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, ზღვის გადაღმა აშშ-ს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უზრუნველყოფა იმის, რომ დედამიწის გარშემო თანამდებობები რაც შეიძლება სწრაფად იყოს შევსებული კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით.
სენატორი რუბიო და მე მრავალი წელია, რაც ერთად ვმუშაობდით, როგორც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, და მოველი ამ საკითხების დამატებით განხილვის გაგრძელებას მისი დანიშვნისთვის ჩანიშნულ მოსმენაზე”, - წერს შაჰინი.
აშშ-ის არჩეულმა დონალდ ტრამპმა 14 ნოემბერს დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სენატორ მარკო რუბიოს დანიშნავს.