უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ჩვენ ვეტოს დავადებთ, ამაში შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებულები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ, შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყოთ“, – განაცხადა სიიარტომ.