მაიდნის დროს უკრაინაში, იქაც კუბო ფიგურირებდა, გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს, - თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გუშინ აქციის მონაწილეების მიერ კუბოში მოთავსებული ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების დაწვასთან დაკავშირებით
„განსაკუთრებით უმორალოა, რაც აკერმანისეულ თუ სხვა რევოლუციურ სახელმძღვანელოებში წერია ყველგან, რაც გააკეთეს 2003 წელს, კუბო რომ ჩამოატარეს, მაიდნის დროს უკრაინაში, იქაც კუბო ფიგურირებდა. გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად, ადგნენ და ეს დაწვეს. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.