ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები განაგრძობენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ყოფნას.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ მონაწილეობა არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში მათი მზადყოფნა შესაძლო ბრძოლისთვის კვლავ მაღალია“, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემთქვა საბრინა სინგჰმა განაცხადა.
სინგჰის თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუფიქსირებია ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მონაწილეობა ფრონტზე აქტიურ საომარ მოქმედებებში, მაგრამ აკვირდება სიტუაციის განვითარებას.
ჩვენ ვიცით, რომ ისინი მზად არიან საბრძოლველად და ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას,“ - დასძინა მან.