რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო 10 დეკემბრიდან სკოლები და ბაღები დაიხურება.
ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა ავრცელებს.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა ვადით იხურება სკოლები და ბაღები.
როგორც ცნობილია, 9 დეკემბრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს დენი გრაფიკით მიეწოდებათ.