საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას. სასწრაფოდ დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ გარემოცვას, - ამის შესახებ X-ზე წერს კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ განიხილავს.
"საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას. მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი „ქართული ოცნების“ გარემოცვას. ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ გვერდით და დავუშვათ საქართველო დიქტატურაში, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩავარდეს", - წერს ჯო უილსონი.