დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.
მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ.
მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით! რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი, ა. ელისაშვილი”, - წერს ის.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ალეკო ელისაშვილი 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 6 დეკემბერს ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა.