"ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც უკანონოდ დააკავა რუსულმა რეჟიმმა, გადმოიყვანეს ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რათა ადვოკატს არ ჰქონდეს რეგულარული კომუნიკაცია და მათზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
"თითქმის ორკვირიანი რეპრესიების შედეგად, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დაკავებული ჰყავდა და ჰყავს 500-მდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, თუმცა დაკავებულთა ასაკი მერყეობდა 14-დან 60 წლამდე. ამითაც ძალიან დაემსგავსა ივანიშვილის რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმს, რომ მცირეწლოვან ბავშვებს აკავებდა რიგ შემთხვევებში საკუთარი დედების წინ. უკანონოდ დაკავებულთა შორის ასევე არიან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები - საბა ბირკაია, ვახო გაგნიძე, ირაკლი არდია, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააკავა უკანონოდ რუსულმა ომონმა, რომ მათ ჩვენს ახალგაზრდულ ოფისში ეძინათ ძალიან მძიმე დარბევის ღამის შემდეგ. საზოგადოებამ ნახა როგორ მოხდა უკანონოდ თეთრი ტომრებით რუსული ომონის მხრიდან თითქოს და მტკიცებულებების შეტანა იმისთვის, რომ შემდგომ ივანიშვილმა მოახდინოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და დააჯეროს საზოგადოებს თითქოს და პოლიციის შენობიდან 10 მეტრის მოშორებით, ოფისში, სადაც ბავშვებს ეძინათ, ვითომ რაიმე უკანონო საგნები იყო განთავსებული.
ამ ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსი ივანიშვილი საერთოდ არ იცნობს საკუთარ ხალხს და არ ესმის, რომ ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს ამ რუსული ტიპის ფალსიფიკაციას, ფაბრიკაციას და პროპაგანდას. ახალგაზრდები გადმოიყვანეს ზესტაფონის იზოლატორში იმისთვის, რომ ჩვენმა იურისტმა მათთან რეგულარულად კომუნიკაცია ვერ შეძლოს და ვიცით, რომ არის მცდელობა მათზე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის და გვინდა გავაფრთხილოთ რეჟიმის თითოეული მსახური, რომ ამგვარი მოქმედებები, იქნება ეს ფიზიკური ანგარიშსწორება მომიტინგეებზე, რასაც ჰქონდა ადგილი და უმეტესობას აქვს მძიმე დაზიანებები თავის და სახის არეში, ასევე ნებისმიერი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლა არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ირღვევა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით. რეჟიმი სრულდება, ძალიან ცოტა დრო ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და კარგად უნდა ესმოდეს თითოეულ ადამიანს, იქნება ეს ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები, იქნება ეს რუსული ომონის წევრები, რომლებიც თბილისში არბევენ, აკავებენ, შეურაცხყოფენ მომიტინგეებს, ყველას მოუწევს აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.