აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რათა თავიდან აიცილოს “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) პოზიციების აღდგენა ბაშარ ალ ასადის მთავრობის დაცემის შემდეგ.
The New York Times-ის ცნობით, თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა ასადის დაცემას, „სამართლიანობის ფუნდამენტური აქტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ათწლეულის განმავლობაში რეპრესიული მმართველობის შემდეგ, სირიის მოსახლეობას შეუძლია ახალი, უფრო თავისუფალი საზოგადოების აშენება.
თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ასევე არის "რისკისა და გაურკვევლობის მომენტი" და რომ მისი ადმინისტრაცია შეეცდება ხელი შეუშალოს ტერორისტებს ძალების აღდგენაში.
”ჩვენ ცხადად გვესმის ის ფაქტი, რომ ისლამური სახელმწიფო“ შეეცდება ისარგებლოს ნებისმიერი ვაკუუმით, რათა დაიბრუნოს თავისი შესაძლებლობები... ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს...
მხოლოდ დღეს აშშ-ის ძალებმა განახორციელეს ათეული ზუსტი დარტყმა და საჰაერო თავდასხმა სირიის შიგნით "ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებისა და ISIS-ის მებრძოლების სამიზნეებზე“, - განაცხადა ბაიდენმა.
როგორც APაღნიშნავს, ბაიდენმა ასევე აღნიშნა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ქმედებები, რომლებმაც დაასუსტეს სირიის მხარდამჭერები რუსეთი, ირანი და ჰეზბოლა. მან თქვა, რომ "პირველად" ისინი ვეღარ იცავენ ასადის მმართველობას.
„ჩვენმა მიდგომამ შეცვალა ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში“, - თქვა ბაიდენმა.
.მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ფხიზლად დარჩება“ სირიელი მეამბოხეების მიმართ.
"არ შეცდეთ, ზოგიერთი მეამბოხე ჯგუფი, რომლებმაც გაანადგურეს ასადი, აქვთ ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკუთარი ბნელი ისტორია", - დასძინა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯგუფები "ახლა სწორად ლაპრაკობენ".
„მაგრამ რადგან ისინი იღებენ დიდ პასუხისმგებლობას, ჩვენ შევაფასებთ არა მხოლოდ მათ სიტყვებს, არამედ მათ ქმედებებსაც“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.