დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო - ტიტუშკაა და ჩვენს სამშობლოს უსწორდება, - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს.
„ქართული კრიტიკული მედია სამშობლოსა და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე დგას და ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია.
გასაგები მიზეზების გამო, კადრები არ მინახავს, მაგრამ მაკა ჩიხლაძისა და მისი ოპერატორის დარბევა ქოცების პარამეტრებითაც კი უმძიმესი ყოფილა. ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ TV პირველს და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას.
არავითარი ტიტუშკები არ არსებობენ, დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო - ტიტუშკაა და ჩვენს სამშობლოს უსწორდება - ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგის, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსისა და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით. დღეს "ხელისუფლება" არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა“, - წერს გვარამია.