მედიის მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
აქციას უერთდებიან ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, ფოტო რეპორტიორები, ბეჭდური და ონლაინ მედია. საპროტესტო აქციის მონაწილეები მათი კოლეგების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში არალეგიტიმური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
"მედიაზე ძალადობა ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება ყველაზე დიდი სისუსტის. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს ძალადობა არ იყო, ეს არის მკვლელობის მცდელობა, ნამდვილად ასე დავარქმევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო ისევე როგორც გურამ როგავას შემთხვევაში, ასევე მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაში ეს ამბავი დამთავრებულიყო საშინელი შედეგით...." - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.
ფოტო: პუბლიკა