საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს შეხვდა.
"შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია", - დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.