საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პარიზში, ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას ესწრება.
ტაძრის გახსნის ცერმონიაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.