“ტვ პირველის“ ტელეოპერატორს, გიორგი შეწირულსა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ და ჯგუფურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. მედიამ ოპერატორზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.