თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია. ადგილზე აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ადგილზე იმყოფებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
"იმავე ლოგიკით, რის გამოც ანდრო არის იქ, სადაც არის, მეც უნდა ვიყო და ის 200 000 ადამიანი, ვინც ყოველდღე დგას აქციაზე. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ბოროტებასთან და ეს ძალადობრივი სისტემა პირდაპირ სახლებში გვივარდება, იმაზე აღარ მაქვს საუბარი, ქუჩაში როგორ უსწორდებიან ადამიანს", - ამბობს "მთავარ არხთან" მსახიობი, გივიკო ბარათაშვილი.
ამასთან, მსახიობები სკანდირებენ: "ჩვენ თქვენ გვიღალატეთ", "არა ძალადობრივ რეჟიმს", "სირცხვილია".