მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 4 პირი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.