საქართველოს ბანკი წერს, რომ გუშინდელ აქციაზე მათი გუნდის წევრი დააკავეს.
„ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე.
საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“ - წერს საქართველოს ბანკი.