თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პროცესი იწყება. სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ორის დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.
ფოტო: პუბლიკა