თბილისის საქალაქო სასამართლომ, 18 წლის საბა ჯიქია, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა ჯიქიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღეს სასამართლომ პატიმრობაში პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ანრი (ანზორ) კვარაცხელიაც დატოვა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
ადვოკატებმა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზეს.
კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.