"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბალტიის სამმა ქვეყანამ დააწესა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, პასუხისმგებელნი არიან ამ ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ძალადობაზე. და ეს სია დავიწყეთ ოლიგარქი ივანიშვილით. ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთი გააძლიერა საკუთარი გავლენა საქართველოში, მაგრამ ქართველი ხალხი არ ეგუება ამას.
პირველი - ქართველ ხალხს ჰყავს ლეგიტიმური ლიდერი, პრეზიდენტის სახით, რომელიც მხარდაჭერილია ქართველი ხალხის მიერ და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ მისი სიტყვები.
მეორე ბრალდება, რომ დემონსტრანტების უკან პოლიტიკური ინტერესები დგას სიმართლეს არ შეესაბამება. იქ დგას ქართველი ხალხი და აქციები ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ის, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას არის სიმართლე.
და მესამე - "ქართული ოცნების" ლიდერები და პრემიერი უკვე დიდი ხანია ატყუებს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ თავად ქართველ ხალხს. ის, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში არის ძალიან სამწუხარო.
ჩვენ კარგად ვიცით პუტინის იმპერიალისტური გეგმა, მას სურს აღადგინოს საბჭოთა იმპერია და ამის დასტურია სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, იგივე მიზნები აქვს სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, მაგალითად საქართველოში. ასევე შეგვიძლია იგივე ვთქვათ მოლდოვაზე. პუტინს სურს განახორციელოს თავის გეგმა და ამიტომ მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია ჩვენ ვიდგეთ ერთად."- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.