კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა "ვივა-მედში" გადაიყვანეს. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს აღენიშნება დაზიანებები. სავარაუდოდ, მას ნეკნი აქვს მოტეხილი.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ალეკო ელისაშვილი 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.