უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" 19 მაღალჩინოსანი დაასანქცირა. უკრაინულმა მხარემ დასანქცირებულთა სია გამოაქვეყნა.
სიაში "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებთან ერთად სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრებიც მოხვდნენ.
ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; გრიგოლ ლილუაშვილი; კახა კალაძე; მიხეილ ჩინჩალაძე; მამუკა მდინარაძე;; ვახტანგ გომელაური; ოთარ ფარცხალაძე; ირაკლი რუხაძე; ლევან მურუსიძე; ვიქტორ ჯაფარიძე; დიმიტრი სამხარაძე; გიორგი (გოგა) ხაინდრავა; გიორგი კობახიძე; ზვიად შალამბერიძე; შალვა თადუმაძე; თეა წულუკიანი; ირაკლი ქარსელაძე; კახა ბექაური;
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას. “ქართული" ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად,, ჩამოთვლილი პირების სანქცირება ითვალისწინებს შემდეგს:
აქტივების ბლოკირება – მათი განკარგვის უფლების დროებითი ჩამორთევა; სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენცია; ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერება; ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტა ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება; პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის აკრძალვა, სახელმწიფო ქონების ქირაობის უფლების აკრძალვა; საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვების აკრძალვა იურიდიული პირებისაგან;