"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ის დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გვარამიას მდგომარეობა სტაბილურია და მისი კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პოლიცია "დროას" ოფისთან, ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდა ამის შემდეგ კი გათიშულ მდგომარეობაში, დააკავა,
ამ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.