"ლიდერობა ღირსებით?"- უკვე რამდენიმე დღეა აშშ-ის საელჩო საქართველოში მოკლე რეპლიკებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამჯერად, აშშ-ის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ "საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა".
საელჩოს პრემიერი ციტატას აქვეყნებს და ასრულებს ჰეშთეგით - #ყველაფერიგასაგებია
ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 2 დეკემბერი:"საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა."