სენაკში კაცმა ცოლი მოკლა, - არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ქალს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.