საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე მათ რამდენიმე მოქალაქე უკვე აიყვანეს. მომიტინგეების დაკავება გრძელდება.
პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო.
ისინი დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ გაზის კაფსულებს იყენებენ.
ამასთან, სპეცრაზმის ნაწილი ბესიკის ქუჩაზე ავიდა, სადაც აქციის მონაწილეები ბიზნესცენტრის შენობას აფარებენ თავს. აქტივისტები შეკრებილი არიან ასევე შენობის გარე პერიმეტრზეც.