აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. ისინი საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ.
მათ დაკავებული აქვთ საავტომობილო გზის ნაწილი.
მანამდე პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა და სცემა მეტროსადგურ "რუსთაველის" შესასვლელში. ცოტა ხნის წინ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა უშუალოდ მეტროსადგურში შესული ორი მოქალაქე დააკავეს.
საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხარეს გადაადგილებას უზღუდავენ.
სპეცრაზმელების ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე გამავალ სხვადასხვა ქუჩებთან.
ამ დროისათვის ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული.
ფოტო: რადიო თავისუფლება