შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნოემბრის აქციის 1 მონაწილე დააკავა, რომელსაც პარლამენტთან სამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებისა და კვების ბლოკისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება. 27 წლის ახალგაზრდა კაცს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"ბრალდებულმა , რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა", - წერს შსს.