თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
კულებას თქმით, "უკრაინული სცენარის" თავიდან ასაცილებლად, "ოცნება" მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს.
"საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო აქციების გამართვაში უცოურ სუბიექტებს ადანაშაულებს, მაგრამ დანაშაული მათზეა. ისინი პრორუსული მდგომარეობიდან გადავიდნენ საქართველოს რუსეთად გარდაქმნის მდგომარეობაზე, რასაც ხალხი ეწინააღმდეგება. "უკრაინული სცენარის" თავიდან ასაცილებლად, ისინი ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაიმარჯვებს. მათ არ უნდა მოუწოდონ რუსეთს დახმარებისთვის, სიჯიუტე ყოველთვის არ არის ძალა - თუ ძალა და მოსკოვი საქართველოზე უფრო მნიშვნელოვანი არაა“, - წერს კულება.