საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„ვფიქრობ, გავა დრო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გამოსული, მიხვდება, რომ არავითარი ანტიევროპული, მით უმეტეს, არავითარი შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის არ ხდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. პოლიციელებმა შეკრებილებს სასტიკაგ გუსწორდნე. ძალოვნები აქციის დაშლისთვის ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
პერმანენტულად სპეცრაზმელები აკავებდნენ და ძალადობდნენ დემონსტრანტებზე. აქციის გაშუქების დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე ჟურნალისტსაც.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე.