ხვალ, 26 ნოემბერს, 15:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, იულონ გაგოშიძე პრესკონფერენციას გამართავს.
რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ კავკასიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად საპროტესტო აქციები გაიმართება.
27 ნოემბერს, შუაევროპული დროით 17:00 საათზე, "საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს" ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ კავკასიაში. აქციის სლოგანია: "ყველა პუტინის წინააღმდეგ!"
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე სხვა ეროვნების ადამიანები.
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები მხარდაჭერას გამოუცხადებენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.