საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ XI მოწვევის პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმური არ იქნება, ისევე როგორც თავად ეს პარლამენტი.
"მათი [პარლამენტის] საქმიანობა ისევე შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად როგორც ითვლებოდა ამავე შენობაში კომუნისტური ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა. ეს არის ოკუპაციის ფორმა და საოკუპაციო რეჟიმი ატარებს სხდომას. ჩვენი როლი არის ის, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით მთელმა საზოგადოებამ შეაქციოს ზურგი მათ ცრუ და ვითომ საკანონმდებლო საქმიანობას. ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება მხოლოდ "ნამესტნიკი". ის იქნება კრემლის ნამესტნიკი და არა საქართველოს პრეზიდენტი. ეს ყველას ნათლად უნდა გვესმოდეს და არავინ უნდა დაუძახოს იმ ადამიანს პრეზიდენტი", - ამბობს მარგველაშვილი.
დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ახალი პარლამენტი პრეზიდენტს იანვრამდე აირჩევს.