გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერობის კანდიდატად მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს წარადგენს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბაილმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, მომავალი საარჩევნო კამპანია ოლაფ შოლცთან ერთად დავიწყოთ“, – განაცხადა მან.
მანამდე, 21 ნოემბერს, ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ის არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე.
პისტორიუსმა განმარტა, რომ აღნიშშული გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ამ პოსტისთვის ბრძოლაში მან მხარი დაუჭირა გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს ოლაფ შოლცს.
„ოლაფ შოლცი არის ძლიერი კანცლერი და ის არის კანცლერის თანამდებობის სწორი კანდიდატი“, - განმარტა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ შოლცი, მისი აზრით, „მიმართავს გონიერებასა და წინდახედულობას“, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დროს. ისეთი კრიზისის დროს, როგორიც ახლაა.