მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს. რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც ის წერს, რა არის საჭირო ახალი არჩევნების მისაღწევად.
„ეს ორხელისუფლებიანობაც არ არის, ეს არის სახლობანა. სასაცილოა, რომ ხაზარაძე ამ დონეზე დავიდა. სამწუხაროდ, ხაზარაძის პრობლემა უფრო ღრმა არის – გაუჭირდება იმ პრობლემიდან გამოსვლა, რა პრობლემაც საკუთარ თავს შეუქმნა. ადამიანი საკუთარ ამბიციასა და შურისძიებას როდესაც ახვევს თავს ქვეყანას, იქ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეული წარმატება თუ წარუმატებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.