როდესაც ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, არ არსებობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ერთი რამ - საპროტესტო მუხტი ქუჩაში, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღიური აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს და არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, როდესაც ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ საპროტესტო მუხტი ქუჩაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები იყოს სისტემატური, რადგან ჩემი ღრმა რწმენით ეს არის ერთადერთი რამ, რაც მოარყევს რუსულ რეჟიმს და აიძულებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
დღეს, 17 ნოემბერს, 19 საათზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების ორგანიზებით, პარლამენტის წინ აქცია - "დაიბრუნე ხმა" გაიმართება.