დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ქმნის რისკს დაბრუნდეს მოლაპარაკებები „საშინელ ნორმანდიულ ფორმატში“. ამის შესახებ X-ზე წერს.
ჯონსონის თქმით, შოლცის პუტინთან საუბრის შემდეგ, არსებობს "ნორმანდიულ ფორმატში" დაბრუნების რისკი - მოლაპარაკებები რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა მშვიდობიან დარეგულირებას და რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ გერმანია და საფრანგეთი.
მან ასევე გაიზიარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაზრება არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„ვშიშობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, ჩვენ ვრისკავთ დავუბრუნდეთ საშინელ ფრანკო-გერმანულ ნორმანდიულ ფორმატს, რომელიც რუსეთსა და უკრაინას ეპყრობოდა, როგორც თანაბარ თანამოსაუბრეებს შიდა დავაში“, - თქვა ჯონსონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინა აბსოლუტურად უდანაშაულო მხარეა“.