დღეს, 15 ნოემბერს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლიდნენ.
2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს – გენო პეტრიაშვილს (ჭიდაობა), ლაშა ტალახაძეს (ძალოსნობა) და ლაშა ბექაურს (ძიუდო) მიენიჭათ.