14 ნოემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7334 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.22 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8736 ლარი გახდა.
3.29 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4545 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.95 თეთრი შეადგინა.