ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჟურნალიტების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ლუკაშენკოს ინაუგურაცია 21 იანვარს რესპუბლიკის სასახლეში შედგება და მასზე ჟურნალისტების დასწრების საკითხი არც კი განიხილება, თუმცა ცერემონიალს პირდაპირ ეთერში ბელორუსული სატელევიზიო არხები გადასცემენ.
ბალორუსლის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალს ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები, ასევე საკონსტიტუციო, უზენაესი და უმაღლესი სამსამართლოების მოსამართლეები უნდა დაესწრნენ.
ინაუგურაციის ცერემონიალზე პრეზიდენტი კი დადებს ფიცს: "ვიღება რა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალებას, ვდებ საზეიმოდ ფიცს, რომ ვემსახურები ბელრუსის რესპუბლიკის ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ სიმართლეს და ადამიანების და მოქალაქეების თავისუფლებას, პატივს ვცემ და დავიცავ ბელორუსის რესპუბლიკის კონსტიტუციას, კეთილსინდისერად შევასრულებ ჩემთვის მონიჭებულ უმაღლეს მოვალებებს".
შეგახსნებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 19 დეკემბერს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.