შე საცოდავო, თუ მაგარი ხარ, ამკრძალე, თუ არადა ენა დაადუმე, - ასე ეხმიანება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.
„ირაკლი კობახიძეს ვეუბნები: აბა, თუ მაგარი ხარ, ეგ მართლა გააკეთე. რამდენ ხანს უნდა მოიტყუო, შე საცოდავო. თვითმარქვია უბედურს, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები: მიდი, თუ მაგარი ხარ, ოპოზიცია აკრძალე. მიდი, ჰე, რამდენი ხანი უნდა იბაქიბუქო? რას ამკრძალავს, მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ამ თვითმარქვიას საერთოდ ვინ ეკითხება. მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი“.