დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, დაანონსა ის, რომლის თაობაზეც ჩვენ მივიღეთ კანონი და რის გაუქმებასაც გვთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი გამობრძანდეს ტრამპს მოსთხოვოს, კანონი არ მიიღო, დემოკრატიის უკუსვლას გამოიწვევსო. აბა, გაბედონ, ამას ველოდები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გათხოვილი კაცების და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა კომედი შოუს თუ დააინტერესებს და კადრებს აიღებს, ამ შეხვედრას სხვა დატვირთვა არ აქვს. თუნდაც ამ გათხოვილი კაცის და ან არასამთავრობო სექტორის განცხადებები დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელიც აანონსებს იმ კანონის მიღებას, რომლის გაუქმებას გათხოვილი კაცი და მისი რაზმი გვთხოვენ. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სკოლებში ტრანსგენდერის სიგიჟის წახალისებას არ დაუშვებს და ის კაცისა და ქალის გენდერს დააკანონებს, სქესის შეცვლას აკრძალავს. ფაქტობრივად, დონალდ ტრამპმა დაანონსა ის, რის თაობაზეც კანონი ჩვენ მივიღეთ და რის გაუქმებასაც გვთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი გამობრძანდეს და ტრამპი გააკრიტიკოს. მას მოსთხოვოს, ეს კანონი არ მიიღო, დემოკრატიის უკუსვლას გამოიწვევსო. აბა, გაბედონ, ამას ველოდები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა.