26 ნოემბერს, 18:00 საათზე, "თი-ბი-სი ბანკის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ოფთალმოლოგიური კლინიკა "ოფთალმიჯის" დამფუძნებლის გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.
ფონდის საქმიანობა მოიცავს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადო მოღვაწეთათვის სამედიცინო ოფთალმოლოგიურ დახმარებას, კერძოდ კატარაქტის უმაღლესი კატეგორიის უნაკერო ოპერაციებს. ოპერაციები ჩატარდებაკლინიკა "ოფთალმიჯის" ბაზაზე გიორგი ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით.
ფონდის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს საბჭო. საბჭოს მიზანია გამოავლინოს და რეკომენდაცია მისცეს პირებს, რომლებიც აღნიშნული სახის სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
საბჭოს შემადგენლობაში არიან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი, მწერალი რატი ამაღლობელი, მსახიობი მურმან ჯინორია და მხატვარი გია გუგუშვილი.
ფონდის დამფუძნებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯავრიშვილი.