თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის კიდევ ერთი ახალი ცენტრი გაიხსნება.
დედაქალაქის მერიისა და "წითელი ჯვრის" დაფინანსებით ცენტრის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
ცენტრი ყოველდღიურად 100-მდე მოხურცს მოემსახურება. მარტოხელებს იქ დღეში ერთხელ სადილით გაუმასპინძლდებიან, იმუშავებს ასევე ქარგვის, ქსოვის და მებაღეობის წრეები.
ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დღეს მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დაათვალიერა. დაწესებულება პირველი მარტიდან გაიხსნება, საპილოტე პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ხანდაზმულთა საზოგადოებასთან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.