ყველას გვახსოვს შვიდი ნოემბერი. ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, ბოკუჩავასა და ხაზარაძეს ხმას მისცემს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის, - მის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება კახა კალაძემ მიიღო, როდესაც ე.წ. ბასლაინები გააკეთა, რადგან მამუკა ხაზარაძესა და იმათ სასიარულო ადგილი ექნებათ. ივლიან იქით-აქეთ, სხვა საქმე არ აქვთ, არც არაფრის უნარი არ აქვთ და ადგილიც არის დარჩენილი, რომ დანარჩენ საქართველოს და თბილისს არ შეუშალონ ხელი ცხოვრებაში იმიტომ, რომ სეირნობა მოუნდათ“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ფაქტები უნდა დაანახონ და აუხსნან, სად არის სიმართლე, სად – სიცრუე.
„ასეულობით მილიონი დოლარის პატრონი ადამიანი როდესაც ქუჩაში მეგაფონით დადის, წარმოიდგინეთ, სადამდე დაეცა. ეს თავიდანვე დაცემული იყო, სააკაშვილის ხელიდან ბრწყინვალების ორდერი რომ გექნება აღებული იმაში, რომ ნაწამებ ხალხს უფორმებდი ქონებას გლდანის ციხეში, ეს თავიდანვე მეტყველებს, ვისთან გვაქვს საქმე. ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ამ გარეწრებს 700 ათასი კაცი აძლევს ხმას საქართველოში. ყველას გვახსოვს შვიდი ნოემბერი. ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, ბოკუჩავასა და ხაზარაძეს ხმას მისცემს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის.
იქ მორალი მორღვეულია აბსოლუტურად. და იქ სადაც მორალი მორღვეულია, ძალიან ძნელია ლაპარაკი განვითარებაზე. ახალგაზრდების დიდი ნაწილი არის აყოლილი ამ ფსევდოიდეებს და ამ პორნოლიბერალიზმს, სამწუხაროდ. ამ ახალგაზრდებს უნდა ვესაუბროთ არა აღქმებით, არამედ ფაქტებით, ვაჩვენოთ, რა არის თეთრი და რა არის შავი, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე“, – განაცხადა ხაინდრავამ.