ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროპის ქვეყნების ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში.
"მინდა მოგიწვიოთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში ხუთშაბათს, საღამოს, 7 ნოემბერს და პარასკევს, 8 ნოემბერს.
ხუთშაბათს ჩვენს ვახშამზე გთავაზობთ, გავმართოთ სტრატეგიული დებატები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან არის არსებითი და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ იგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრიორიტეტების შესრულება სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, აქტიურად ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ. მე მინდა, რომ ჩვენ კონკრეტულად გავამახვილოთ ყურადღება სამ სფეროზე: ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა და გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.
ჩვენ ასევე განვიხილავთ არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას და განვიხილავთ შემდგომ გზებს..." - წერია განცხადებაში.
ე ვროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მიიღებს მონაწილოებას.