რუსთავის ბავშვთა სახლი დახმარებას ითხოვს, მათ ზრუნვამოკლებული ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები ესაჭიროებათ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა განუცხადეს.
"არის სახელმძღვანელოების, სერვისების ნაკლებობა და გადამისამართების შემთხვევაში მხარდაჭერის აღმოჩენა ძალიან გართულებულია ამ ბავშვებისთვის. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს, ესეც სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე პრევენციული მომსახურება უნდა განახლდეს, რომელიც ამჟამად შეჩერებულია", - განაცხადა ბავშვთა სახლის სოციალურმა მუშაკმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ბავშვთა სახლში ღამის მომსახურებაზე ამ ეტაპზე 10-12 ბავშვია. მათი რაოდენობა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის თანამშრომლების თქმით, წლის ბოლომდე კიდევ შემცირდება, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ ოჯახებში განთავსებაზე.