„ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი. ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე” -ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ.
„ბედნიერება არაა ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი. საქმე იმაშია, რომ ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ყველა წევრი ცესკოში, ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს შანსი მიბაძონ ამ ადამიანს, იმიტომ, რომ ყველა უბანი გასაჩივრებულია საქართველოში ჩვენს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არავის და მათ შორის, არც იმ აუდიტორიულ კომპანიას, რომლის დასკვნასაც ცესკო იშველიებს თავისი თავის გასამართლებლად, დინამიკაში არ ჩაუტარებია ექსპერტიზა რამდენად დაცული იყო ხმის ფარულობა, თუმცა უწერიათ მათ დასკვნაში, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებდნენ და მასთან შესაბამისობას მიუძღოდნენ. საქმე იმაშია, რომ ყველა ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფს ფარულობას, იმიტომ, რომ ხმა ყველას გაქვთ მიცემული და შეცურების მომენტში აუცილებლად ჩანს, ქაღალდის რაღაც ნაწილში, სადაც ჩანს ეს ლაქა, რომლითაც ფარულობა ირღვევა. მოსამართლეს არაფერი არ გამორჩენია.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.